ოთარ ჭულუხაძე – ოპოზიციაზე: შესაძლოა გარკვეული დამატებითი იმპულსები პოტენციურად მიიღონ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით, თუმცა ისინი არიან ძალიან პრაგმატული ადამიანები

“შესაძლოა გარკვეული დამატებითი იმპულსები პოტენციურად მიიღონ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით, თუმცა ისინი არიან ძალიან პრაგმატული ადამიანები,”- ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ ფილოსოფოსმა ოთარ ჭულუხაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება საქართველოს მთავრობის ცვლილებას არ გამოიწვევს.

„პლუს, შესაძლოა გარკვეული დამატებითი იმპულსები პოტენციურად მიიღონ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით, თუმცა ისინი არიან ძალიან პრაგმატული ადამიანები. თუ დაინახავენ, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება აქ მთავრობის ცვლილებას არ გამოიწვევს და ჩემი აზრით არ გამოიწვევს, მაშინ რეალურად ისინი ამ ნაბიჯს არ გადადგამენ, რადგან ეს იქნებოდა მათი მხრიდან ერთ-ერთი მაღალი კოზირის გასვრა, ასე ვთქვათ. თუ ისინი შესაბამის შედეგს ვერ მიიღებენ, დასავლური ბიუროკრატია მიიღებს ქართულ არაკეთილგანწყობას. შესაბამისად, დააკვირდებიან, თუმცა ამის შემოგდება ისევ და ისევ აქაური პოლიტიკური ოპოზიციისთვის თუ აქტივისტებისთვის ერთგვარი გამოწვდილი ხელია“, – აღნიშნა ჭულუხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები