დავით სერგეენკო: არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის დროშა არის, ის თუ არის ადმინისტრაციულ შენობასთან, სახელმწიფო სიმბოლიკის წარმომადგენელ შენობასთან, ხელშეუხებელია

პარლამენტმა საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა დაიწყო, რომლის საფუძველზეც ევროკავშირის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და იმ ქვეყნების დროშის დაზიანებაზე, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, ფულადი სანქციები წესდება.

პარლამენტის ვიცესპიკერის, დავით სერგეენკოს თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის დროშა არის, ის თუ არის ადმინისტრაციულ შენობასთან, სახელმწიფო სიმბოლიკის წარმომადგენელ შენობასთან, ხელშეუხებელია.

“განხილული იქნება საკითხი, რომელიც საკუთრივ დროშების სახეობისა და კუთვნილების შერჩევაზე კი არ იქნება, არამედ იქნება სახელმწიფო სიმბოლიკების ხელყოფაზე. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის დროშა არის, ის თუ არის ადმინისტრაციულ შენობასთან, სახელმწიფო სიმბოლიკის წარმომადგენელ შენობასთან, ხელშეუხებელია. საგნობრივი მსჯელობა იქნება არა მარტო ჯარიმის რაოდენობასთან არამედ შინაარსობრივადაც და შესაძლოა, საწყისმა ვერსიამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადოს”, – განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები