აბიტურიენტები, რომლებმაც უმაღლესი ქულები აიღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის გადაწყვეტილებით მესტიაში დაისვენებენ

აბიტურიენტებს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულები მოიპოვეს დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, პირველ მოადგილესთან ერთად უმასპინძლა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ლუკა მებონიამ მათემატიკაში უმაღლესი 51 ქულა დააგროვა, ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა თამარ აბშილავამ და ჯვარის მესამე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა დავით ჭანტურიამ კი უცხო ენაში მაქსიმალური მონაცემი 80 ქულა აიღეს. “სახელმწიფო რწმუნებულმა ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა და განათლების მიღების შემდეგ რეგიონში დაბრუნება და ცოდნის ადგილზე რეალიზება სთხოვა. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ნიჭიერი ახალგაზრდების მაქსიმალური ხელშეწყობა მოხდება, რათა ისინი თავიანთ რეგიონს დაუბრუნდნენ და მის განვითარებას ხელი შეუწყონ.
„შევხვდი ძალიან ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებმაც ჩვენი რეგიონი ასახელეს, ამ ახალგაზრდებმა ეროვნულ გამოცდებზე აჩვენებს უმაღლესი ქულები, აქვთ ძალიან კარგი გეგმები და დღეს მივიღე მათგან პირობა, რომ სწავლის დასრულების შემდეგ ჩამოვლენ და თავიანთ რეგიონს მოახმარენ განათლებას და გამოცდილებას. ჩვენ მუდმივად გვერდში ვუდგებით განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებს და ამჯერადაც, ამ დატვირთული რეჟიმის შემდეგ ჩვენ მათ გავუკეთეთ საჩუქარი და დაისვენებენ ულამაზეს მესტიაში” – განაცხადა გიორგი გუგუჩიამ.
წარმატებული ახალგაზრდების დასვენება მესტიაში სახელმწიფო რწმუნებულის პირადი სახსრებით მოხდება. მათივე ცნობით, სამივე ახალგაზრდა, სწავლას მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები