ნათია თურნავა: ეკონომიკის გაჯანსაღებისა და პანდემიასთან ბრძოლის ამოცანებს ერთმანეთს არ დავუპირისპირებდი – ჩემი მოწოდებაა, რაც შეიძლება მალე ავიცრათ

“დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ვაქცინაციის მეშვეობით, არ ჩავკეტოთ ეკონომიკის ძირითადი დარგები და, ამავდროულად, ვმართოთ პანდემია”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

თურნავა მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს.

„ეკონომიკის გაჯანსაღებისა და პანდემიასთან ბრძოლის ამოცანებს ერთმანეთს არ დავუპირისპირებდი. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ვაქცინაციის მეშვეობით, არ ჩავკეტოთ ეკონომიკის ძირითადი დარგები და, ამავდროულად, ვმართოთ პანდემია. ჩემი მოწოდება, თხოვნა, გნებავთ, პირადი მაგალითი არის, რომ რაც შეიძლება მალე ავიცრათ. ასეთ პირობებში, ვფიქრობ, რომ ორივე ამოცანა აბსოლუტურად თავსებადია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები