უძველესი ქალაქები, სადაც დღესაც ცხოვრობენ

მეცნიერები ამბობენ, რომ მსოფლიოში პირველი ქალაქი შუმერებმა მესოპოტამიაში ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5400 წელს დააარსეს. ისტორიული წყაროების თანახმად, ქალაქი ერიდუ პირველთაგანი იყო წარღვნამდელი პერიოდის იმ ხუთ ქალაქს შორის, სადაც მორიგეობის წესით მკვიდრობდა შუმერის მეფობა. ამავე ქალაქთანაა დაკავშირებული შუმერულ ეპოსში მოხსენიებული პირველი ადამიანი -ადაპა.

ევროპა

5ad5248b29abcd68941f29325c140b9d

ევროპის უძველესი ქალაქი, სადაც მოსახლეობა ისევ ცხოვრობს, საბერძნეთში, პელეპონესის ნახევარკუნძულზე მდებარე ქალაქი არგოსია. პირველი დასახლება აქ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 ათასწლეულში დაუარსებიათ. საბერძნეთის დედაქალაქი ათენი მხოლოდ 1400 წლის შემდეგ გაჩნდა მსოფლიოს რუკაზე. არგოსში ამჟამად 23 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

აზია

119b1d3b0bd1776930749162eef10893

აზიის კონტინენტზე ყველაზე ძველი ქალაქის ტიტულს  ერთმანეთს ირანული რეი, კირკური ერაყში, ავღანური ბალხი და ინდური ვარანასი ეცილება. მათი დაარსების პერიოდად ჩვენს ერამდე მე-3 ათასწლეული ითვლება. ავღანურ ბალხში, რომელიც ძველი ბაქტრიის დედაქალაქი იყო, თითქმის მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. სწორედ ეს ქალაქი  და მისი შემოგარენი ითვლება ხორბლის სამშობლოდ. დღეს ბალხის მოსახლეობის რაოდენობა 80 ათასს არ აღემატება.

აფრიკა

5629895204d286d4dec204bf3371afd2

პირველი ქალაქი აფრიკაში, რომელიც ისევ არსებობს, ეგვიპტელებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-3 ათასწლეულში დაუარსებიათ. ფივი დაარსებიდან 1500 წლის შემდეგ ძველი ეგვიპტის დედაქალაქიც გახდა, თუმცა ეს ტიტული მალევე დაკარგა. პტოლემეოსების დინასტიის მმართველობის დროს ქალაქი დაანგრიეს, თუმცა  მისი მოსახლეობა ამჟამად მილიონს აჭარბებს. ქალაქის მთავარი შემოსავლი წყარო ტურიზმია. ფარაონ რამზესის ტაძართან სიახლოვე ქალაქს აქტუალობას  დღემდე არ უკარგავს. ეკვატორის სამხრეთით, ყველაზე ძველი ქალაქის ტიტულს ახლანდელი ნიგერიის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქი იფი ატარებს. ქალაქი დასაბამს ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-4 საუკუნეში იღებს და მის ფუძემდებლებად იოუბას ხალხი ითვლება.

ცენტრალური და ჩრდილოეთ ამერიკა

37631062848061db7845bd3f6eacb92e

ჩრდილოეთ ამერიკის მოსახლეობა ქალაქებს არ აშენებდა. რაც შეეხება ცენტრალურ ამერიკას, აქ პირველი დასახლებები 12 ათასი წლის წინ გაჩნდა. თუმცა, ქალაქი ჩოლულა, რომელიც დღესაც დასახლებულია, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-7 საუკუნეში დაუარსებიათ. ქალაქს ამჟამად პუევლო ჰქვია და იქ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

სამხრეთ ამერიკა

64884ca48384a0158d77f1f3fe7a190e

სამხრეთ ამერიკის უძველეს ქალაქად კუსკოა აღიარებული. ინკების ყოფილი დედაქალაქი პერუში ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1100 წელს დაუარსებიათ. ქალაქის მოსახლეობა 400 ათას აჭარბებს და ის პერუს ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ცენტრად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები