გია გაბრიჭიძე: ის პოლიტ-ტელევიზიები, რომლებიც უკვე ვერც ვითვლით მერამდენე გვამს ითხოვენ, აფთრებზე უარესნი არიან
“ის პოლიტ-ტელევიზიები, რომლებიც უკვე ვერც ვითვლით მერამდენე გვამს ითხოვენ, აფთრებზე უარესნი არიან”,- ამის შესახებ ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს.
“დიახ, საშინელება მოხდა. ბავშვი დაიღუპა და უმძიმესი ფრაზა დაგვიტოვა. ერთ-ერთი დამნაშავე დააკავეს. ერთ-ერთი! პოლიციელი ქალი, რომელსაც არც ერთ შემთხვევაში არ გავამართლებ, მაგრამ დღეს, იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც საკუთარი სინდისის წინაშე დგომა უდიდესი ტანჯვაა მეცოდება, მაგრამ ამ ტრაგედიით ვიღაცეების მხრიდან სპეკულირება, ანუ კიდევ ერთი დაღუპულის მოთხოვნა, მორალისგან, ქართული მორალისგან სრული გასვლაა. ის პოლიტ-ტელევიზიები, რომლებიც უკვე ვერც ვითვლით მერამდენე გვამს ითხოვენ, აფთრებზე უარესნი არიან.
ჩემი აზრით, იმ ადამიანისთვის სიკვდილი კარგია, სიცოცხლე ტანჯვა, მაგრამ ნაძირლები, რომლებიც ამ ტრაგედიით ისევ პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ, ყველაზე საშიში ნაძირლები არიან”,- წერს გაბრიჭიძე.