მთაწმინდის ფერდობიდან გარდაცვლილი ქალის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს

მთაწმინდის ფერდობიდან გარდაცვლილი ქალის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა.

ახალგაზრდა ქალის გაუჩინარების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ავტრალიის მოქალაქის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, გუშინ საღამოს როცა შანაი ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები