“ზურაბ კახაბრიშვილი მსოფლიოში საუკეთესო ექიმია” – ლაშა ბექაურის პირველი კომენტარი

ტოკიოს ოლიმპიადაზე 21 წლის ლაშა ბექაურმა საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუპოვა. ქართველი ძიუდოისტი რამდენიმე თვის წინ ბუდაპეშტში მიმდინარე ტურნირზე დაშავდა და მისი ტოკიო 2020-ზე მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ იყო და ბოლო წამს გადაწყდა, რომ მას ამ უმნიშვნელოვანეს ტურნირზე მონაწილეობა უნდა მიეღო.

IJF-ი ბექაურის ტრიუმფის შემდეგ მის პირველ კომენტარს აქვეყნებს, სადაც ის საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარ ექიმზე, ზურაბ კახაბრიშვილზე საუბრობს.

„ზურაბ კახაბრიშვილი მსოფლიოში საუკეთესო ექიმია. ერთი თვის წინ ბუდაპეშტში მხარი დავიზიანე და შეშინებულები ვიყავით, რომ ტოკიოში ვერ წავიდოდი. მისი წყალობით, დღეს თავს შესანიშნავად ვგრძნობდი და მომეცა შესაძლებლობა მეჩვენებინა ჩემი ძიუდო. ახლა კი ოლიმპიური ჩემპიონი ვარ. ცხოვრება მშვენიერია”, – ამბობს ოლიმპიური ჩემპიონი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები