კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 1 648, აჭარაში – 438, იმერეთში – 270

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 141 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 648 შემთხვევა, აჭარაში – 438, იმერეთში – 270, ქვემო ქართლში – 152, შიდა ქართლში – 132, გურიაში – 54, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 139, კახეთში – 186, მცხეთა-მთიანეთში -70, სამცხე-ჯავახეთში – 43, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 9.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 456 საიდანაც: 5 256 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 836, აჭარაში – 516, იმერეთში – 660. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 018 პირი, მათ შორის, თბილისში – 463, აჭარაში – 81, იმერეთში -245. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 212 პირი, მათგან თბილისში – 162, აჭარაში – 3, იმერეთში – 15. 1 798 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 976 – თბილისში, 504- აჭარაში. 20 402 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები