ირაკლი კობახიძე: თეა წულუკიანის საქციელი იყო მარტივი პერფორმანსი, მგონია, მიკროფონს დაგიბრუნებთ, ნუ დარდობთ
მგონია, თეა წულუკიანი მიკროფონს დაგიბრუნებთ, ნუ დარდობთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
,,თეა წულუკიანის საქციელი იყო მარტივი პერფორმანსი. მგონია, მიკროფონს დაგიბრუნებთ, ნუ დარდობთ,”- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, 22 ივლისს სენაკის თეატრში თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა. „მთავარმა არხმა“ საქმის გამოძიების მიზნით კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა.