ამირან გამყრელიძე: არავითარი ქართული შტამი არ არის, ,,დელტა +” ჰქვია, ,,დელტა” შტამის ქვეშტამია

არავითარი ქართული შტამი არ არის, ეს არის ჩვეულებრივი ,,დელტა”, ანუ ინდური შტამი, ,,დელტა +” ჰქვია, ,,დელტა” შტამის ქვეშტამია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის ,,დელტა” შტამი ბრიტანულს უკვე ანაცვლებს.

„მოგეხსენებათ, ვირუსები ძალიან ხშირ მუტაციას განიცდიან, ეს არის დელტა + და მათ შორის დელტა + გაშიფრულია სეკვენირებით ჩვენთანაც, ორი შემთხვევა გვაქვს დელტა პლუსის. ლაბორატორიულად გვაქვს დადასტურებული ორი, გასაგებია, რომ დელტა + გაცილებით მეტი იქნება. ჩვენთან დღეს უკვე ცირკულაციაში, რასაც ყოველდღიურად ლუგარში ვუყურებთ, თუ რამდენი დელტა შტამი ფიქსირდება ჩვენთან. ჩვენ ახლა ვამბობთ, რომ 40-დან 50%-მდე უკვე ქვეყანაში ჩაანაცვლა ალფა, ანუ ბრიტანული შტამი დელტამ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები