საქართველოში კორონავირუსის 3 666 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 335 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 3 666 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 335 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 42 235 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 27 425, „პისიარ“ ტესტით – 14 810.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,68%, ბოლო 14 დღის – 6,03%, ბოლო შვიდი დღის – 6,71%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 407 689 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 376 088 გამოჯანმრთელდა, 5 731 კი, გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები