მოგზაურობა საუკუთარი მინივენით – გავლილი 8000 მილი, რომელიც ნამდვილად ღირდა
ბუნების ფოტოგრაფმა ჰავაის კუნძულებიდან ულდერიკო გრაგნერმა 2 წლის წინ გადაწყვიტა, ალასკას ახლომახლო საკუთარი მინივენით ემოგზაურა და ფოტოები გადაეღო. მოგზაურობა აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით, 3 თვის მანძილზე გრძელდებოდა. მან სულ 8000 მილი გაიარა. მართალია, მოგზაურობა დამქანცველი და საშინლად არაკომფორტული გამოდგა, თუმცა მის ნამუშევრებს არაერთი მშვენიერი ფოტო შეემატა. ეს ფოტოები გრაგნერმა boredpanda-ს მკითხველებს გაუზიარა.