დათო კოდუა: სწრაფი, ეფექტური და გამჭვირვალე მმართველობა – ეს იქნება ჩვენი გუნდის მთავარი და პრინციპული ნიშა ზუგდიდის მერიაში
„ქართული ოცნების”, ზუგდიდის მერობის კანდიდატი – დათო კოდუა მოქალაქეებთან შეხვედრებს ე.წ. კარდაკარის პრინციპით განაგრძობს.
მერობის კანდიდატი მოქალაქეებს გეგმებს და განახლებული ზუგდიდის განვითარების ხედვას აცნობს.
მისი განმარტებით, მუნიციპალიტეტი განახლებას მრავალ მიმართულებაში იგრძნობს, რის განხორციელებასაც დათო კოდუა გუნდთან ერთად კონკრეტულად გაწერილი სტრატეგიის მიხედვით აპირებს.
„სწრაფი, ეფექტური და გამჭვირვალე მმართველობა – ეს იქნება ჩვენი გუნდის მთავარი და პრინციპული ნიშა ზუგდიდის მერიაში. საჭიროებები და გამოწვევები მაქსიმალურად მოკლე ვადებში, უსწრაფესად უნდა გადავჭრათ” – განაცხადა დათო კოდუამ.
დათო კოდუამ მოქალაქეებთან შეხვედრები, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად – ტაბიძის, მოსაშვილის და პირველი მაისის ქუჩებზე გამართა.