“ჩვენი კონსტიტუციის 30-წლიანი არსებობა უკვე თავისთავადი აღქმაა ღვთისა და ერის წინაშე, რომ საქართველო შეუქცევადი დემოკრატიის მტკიცე ერთგულია” – რევაზ ნადარაია

“ჩვენი კონსტიტუციის 30-წლიანი არსებობა უკვე თავისთავადი აღქმაა ღვთისა და ერის წინაშე, რომ საქართველოში შეუქცევადი დემოკრატიის მტკიცე ერთგულია”, – ამის შესახებ, პრეზიდენტის სასახლეში, კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ განაცხადა.

“საქართველოს კონსტიტუციამ დასაბამი მისცა ჩვენში ახალ, სამოსამართლო სისტემას, საკონსტიტუციო სამართალწარმოებას, რომელმაც მისეული სტანდარტების დამკვიდრებით, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კონსტიტუციური წყობის მორალური საწყისის, ადამიანის ღირსების დაცვისა და კონსტიტუციის უზენაესობის განმტკიცებაში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აამეტყველა და რეალური ძალა შესძინა კონსტიტუციას. სწორედ მას ეკუთვნის საბოლოო სიტყვა კონსტიტუციის განმარტებისა. საკონსტიტუციო სასამართლომ გადამწყვეტი როლი შეასრულა კონსტიტუციისადმი საზოგადოების რწმენის გაძლიერებაში. ამავე დროს, მან სამართლის სისტემის წარმატებული ფუნქციონირების საფუძველი შექმნა, რითაც ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა საკონსტიტუციო სივრცეში. ჩვენი კონსტიტუციის 30-წლიანი არსებობა უკვე თავისთავადი აღქმაა ღვთისა და ერის წინაშე, რომ საქართველო შეუქცევადი დემოკრატიის მტკიცე ერთგულია”, – განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები