“ვულოცავ საქართველოს, ვულოცავ ყველა ქართველს, საქართველოს ყველა მოქალაქეს კონსტიტუციის მიღების 30 წლისთავს” – პაატა სალია

“ვულოცავ საქართველოს, ვულოცავ ყველა ქართველს, საქართველოს ყველა მოქალაქეს კონსტიტუციის მიღების 30 წლისთავს”, –  ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ განაცხადა.

“ვულოცავ საქართველოს, ვულოცავ ყველა ქართველს, საქართველოს მოქალაქეს კონსტიტუციის მიღების 30 წლისთავს. ზუსტად 30 წლის წინ, ამ დღეს, 24 აგვისტოს იქნა მიღებული საქართველოს ახალი კონსტიტუცია, რომელმაც საფუძველი დაუდო ახალ რესპუბლიკას. შესაბამისად, დაიწყო სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება და ქვეყანამ დაიწყო განვითარება. რა თქმა უნდა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ უმნიშვნელოვანესი იყო 2017 წლის კონსტიტუციური რეფორმა, რომელმაც დღევანდელი სახე მისცა საქართველოს კონსტიტუციას. აქვე, იმასაც აღვნიშნავ, რომ ამ რეფორმის შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციაში არცერთი ცვლილება არ განხორციელებულა, რაც, კიდევ ერთხელ, ხელს უწყობს საქართველოს სტაბილურ განვითარებას”, – განაცხადა პაატა სალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები