დარწმუნებულები ვართ, უამრავი ახალი პროექტი განხორციელდება იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი სიცოცხლე შევიდეს თბილისის თითოეულ უბანში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირაში“ განაცხადა.
მისი თქმით, კახა კალაძის კანდიდატურა მმართველი გუნდისთვის უალტერნატივო იყო.
„ჩვენ რა თქმა უნდა დიდი ინტერესით ველოდებით, როგორი იქნება კახა კალაძის ხედვა მომდევნო 4 წლის განმავლობაში. დარწმუნებულები ვართ, უამრავი ახალი პროექტი განხორციელდება იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი სიცოცხლე შევიდეს თბილისის თითოეულ უბანში. კახა კალაძე იყო უალტერნატივო კანდიდატი პარტიის თითოეული წევრისთვის, პოლიტიკური საბჭოს თითოეული წევრისთვის. აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივად მიიღო თითოეულმა ჩვენგანმა ეს გადაწყვეტილება. პირველ რიგში, ველოდებოდით კახა კალაძეს პოზიციას ამასთან დაკავშირებით. კახა კალაძე იყო ძალიან კარგი მერი და არა მარტო კარგი, ის იყო თბილისის საუკეთესო მერი, ვინც კი ჰყოლია ამ ქალას ისტორიის განმავლობაში“, – განაცხადა კობახიძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა.