ვახტანგ გომელაური: პირველ რიგში, პოლიციის პირველი ამოცანაა, რომ როდესაც საფრთხეა ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს, გამოარიდოს და გამოიყვანოს

პოლიციის პირველ რიგში ამოცანაა, რომ როდესაც საფრთხეა ადამიანი ვინც არ უნდა იყოს მოქალაქე, გამოარიდოს და გამოიყვანოს, და არა დაკავებით დაიწყოს. მეორე საკითხია, რომ აუცილებლად მოხდეს დეესკალაცია, როდესაც მასების მართვის თემაა ყოველთვის სწორია პროცესის დეესკალაციისკენ წაყვანა, – ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

“ეს ადამიანები ვიცი მეც, რომ ვკითხე, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, რატო შეატარეთ და რატო შეიხედა ამ ადამიანმა სადარბაზოში, პირობითად მორგოშია თუ ვინც არის, იმათ თქვეს, რომ არ მიდიოდნენ უკან, არ ტოვებდნენ ადგილს. აი მანდ ჰყავთ, არიან სადარბაზოში დამალულები და შეიხედე სადარბაზოში და წადით ახლა.

მოვიდნენ, ნახეს თემა და მერე მოხდა ამათი უკან დაბრუნება პარლამენტის შენობასთან ესეთი რაღაცეები ხდება ხოლმე ხშირად. არა მარტო ამ შემთხვევაში, სხვა შემთხვევაშიც მომხდარა ესეთი თემები ძალიან და იმ შემთხვევას, რომ დაუძაბო და დაძაბვაში შეხვიდე ჯობია. როცა სუფთაა და იქ არაფერი არ ხდება კი ბატონო ნახეთ რომ არაფერი არ არის და წავიდნენ ეს ადამიანები”, – განაცხადა გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები