აკაკი ბობოხიძე: ნიკა მელია არის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი, ვისაც შეუძლია, თბილისში მოგებისთვის ბრძოლა აწარმოოს, ასევე, მისაღებია ელენე ხოშტარიას კანდიდატურაც საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე

„ევროპული საქართველოს“ წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ნიკა მელია არის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი, ვისაც შეუძლია, თბილისში მოგებისთვის ბრძოლა აწარმოოს.

ბობოხიძის თქმით, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ელენე ხოშტარიას კანდიდატურა მისთვის მისაღებია.

“მხარს დავუჭერთ შეთანხმებულ კანდიდატს. პრინციპში, მიგვაჩნია, რომ ნიკა მელია არის, ალბათ, ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი, ვისაც შეუძლია, თბილისში მოგებისთვის ბრძოლა აწარმოოს.

ასევე, მისაღებია ელენე ხოშტარიას კანდიდატურაც საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე”, – განაცხადა ბობოხიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები