კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 1 391, აჭარაში – 202, ქვემო ქართლში – 172

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 415 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 391 შემთხვევა, აჭარაში – 202, იმერეთში – 147, ქვემო ქართლში – 172, შიდა ქართლში – 90, გურიაში – 47, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 97, კახეთში – 149, მცხეთა-მთიანეთში – 67, სამცხე-ჯავახეთში – 40, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 13.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 19 643 საიდანაც: 4 584 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 684, აჭარაში – 309, იმერეთში – 537. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 899 პირი, მათ შორის, თბილისში – 444, აჭარაში – 48, იმერეთში -198. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 189 პირი, მათგან თბილისში – 146, აჭარაში – 4, იმერეთში – 9. 1 183 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 822 – თბილისში, 334- აჭარაში. 13 876 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები