“პრემიერის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ განიხილება” – ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, პრემიერმინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ განიხილება.

განცხადება მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.

მისივე თქმით, გამოძიება დაწყებულია უშუალოდ იმ პირების მიმართ, ვინც 5-6 ივლისს დანაშაული ჩაიდინეს.

„რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს უშუალოდ იმ პირებთან მიმართებით, ვინც ჩაიდინა ძალადობა, მიმდინარეობს გამოძიება, დაკავებულია 21 პირი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული და ამ მიმართულებით გრძელდება გამოძიება. შესაბამისად, ყველა პირის მიმართ, ვინც ჩაიდიან დანაშაული, შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება,“ – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები