ირაკლი ღარიბაშვილი: ბათუმის კონფერენცია იყო წარმატებული, სადაც ევროკავშირისკენ სამივე ქვეყნის მისწრაფება და პერსპექტივა განვიხილეთ

“​მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისა და მოლდოვის პრეზიდენტს, ქალბატონ სანდუს”, – საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, გუშინ ბათუმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას გამოეხმაურა.

„ეს იყო ძალიან წარმატებული კონფერენცია, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, რომელიც ეხება სამივე ქვეყანის პერსპექტივებსა და მისწრაფებებს, რომელიც გვაერთიანებს. კერძოდ, ევროკავშირისკენ მისწრაფებას და საერთო ღირებულებების დაცვას. ვფიქრობ, ჩვენი მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლების ვიზიტი ბათუმში წარმატებული იყო და კიდევ ერთხელ მადლობა მათ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები