„ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატს 20 ივლისს წარადგენს
ხვალ, 20 ივლისს „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის საკუთარ კანდიდატს წარადგენს. წარდგენა 20:00 საათზეა დაგეგმილი. ინფორმაცია პოლიტიკურმა პარტიამ Facebook-ზე გაავრცელა.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნები უნდა გაიმართოს.