ირაკლი კობახიძე – ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევაზე: ოპოზიციას არ სურს, ისეთ პროცესებში ჩაერთოს, რომლებში ჩართვაც მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე პირდაპირ ევალება
“ოპოზიციას არ სურს, ისეთ პროცესებში ჩაერთოს, რომლებში ჩართვაც მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე პირდაპირ ევალება”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს შარლ მიშელის დოკუმენტის კიდევ ერთი დარღვევაა.
„როდესაც საქმე ეხება ცესკო-ს წევრობისა და თავმჯდომარეობის კანდიდატებს, აქ მთავარი არის კეთილსინდისიერება, კომპეტენცია და ა.შ. ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რომ ამ მიმართულებით ვერანაირი ხინჯი ვერ მოძებნა ოპოზიციამ. თუმცა, ამის მიუხედავად, მათ არ სურთ, ისეთ პროცესებში ჩაერთონ, რომლებშიც ჩართვა პირდაპირ ევალებათ მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ ყველაფერს განვიხილავთ, როგორც კიდევ ერთ დარღვევას, რომელიც მიშელის დოკუმენტში არის ასახული“, – განაცხადა საკითხზე საუბრისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.