ირაკლი კობახიძე: შარლ მიშელი ჩამოსულია ძალიან მკაცრი გზავნილებით რადიკალური ოპოზიციის მიმართ

„შარლ მიშელი ჩამოსულია ძალიან მკაცრი გზავნილებით რადიკალური ოპოზიციის მიმართ, რაც საჯაროდაც გახდა ცნობილი. ჩვენ ვამბობდით, რომ რადიკალურ ოპოზიციას მოუწევდა შეთანხმებაზე ხელმოწერა. დღეს ეს უკვე თვალსაჩინოა, ძალიან მკაცრია მათ მიმართ გზავნილი, აქედან გამომდინარე, მოუწევთ გადათქვან ის, რასაც ამბობდნენ მთელი ამ თვეების განმავლობაში,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მათი ეს არათანმიმდევრულობა არის სისუსტის გამოვლინება. მთავარი არის ის, რომ მათ მოუწევთ შეთანხმების ხელმოწერა და ეს იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ მოვლენები უნდა განვითარდეს სათანადო მიმართულებით.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას, ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა პარტნიორს მიაწვდიან დამატებით ინფორმაციას.

„რაც წერია დოკუმენტის ტექსტში ის შეთანხმდა ზეპირადაც და ყველაფერი არის ძალიან მკაფიოდ გაწერილი შარლ მიშელის დოკუმენტში, აქედან გამომდინარე „ქართული ოცნება“ ასრულებდა თითოეულ პუნქტს, როდესაც იღებდა გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით. ყველაფერი დღესავით ნათელია, ჩვენ გვქონდა ზეპირი მოლაპარაკებები, ეს ყველაფერი აისახა კონკრეტულ ტექსტში და ჩვენ მივყვებით ამ ტექსტს, როდესაც ვასრულებთ მიშელის დოკუმენტს. ჩვენ დავეთანხმეთ შარლ მიშელს, ოპოზიცია არ ჩაერთო გასაუბრებებში, რომლებიც წარიმართა მოსამართლეებთან. რომ ყოფილიყო ოპოზიციის ჩართულობა ამ გასაუბრებებში, პროცესი იქნებოდა ბევრად უფრო ინკლუზიური, აქედან გამომდინარე ეს წუხილი, რომელიც გამოითქვა არის აბსოლუტურად რელევანტური“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები