გიორგი ვაშაძე: ბევრი კითხვა გვაქვს ვახტანგ გომელაურთან

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან ბევრი კითხვა აქვთ.

„შინაგან საქმეთა მინისტრს უხერხულობას არ უქმნის, როდესაც ჟურნალისტებს ქალაქის ცენტრში თავ-პირს ამტვრევენ და მას უხერხულობას უქმნის ერთი პატარა ბანერი, რომელზეც ჟურნალისტების სამართლიანი პროტესტია გამოხატული. ეს არის რეალური შეფასება გუშინდელი დღის. ჩვენ ბევრი კითხვა გვაქვს მასთან და ყველამ კარგად იცის, რომ ისინი თანამონაწილეები არიან ამ ძალადობის. ბატონი გომელაური აუცილებლად პასუხს აგებს ამაზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

18 ივლისს, საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა. პარლამენტში, შს მინისტრს გამოსვლა ოპოზიციამ შეაწყვეტინა. სხდომაზე, ოპოზიციის წარმომადგენლები ტრიბუნასთან „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები