გია აბაშიძე: პოლიტიკური მაწანწალა მიხეილ სააკაშვილი მისი ჯიბის ტელევიზიებით ცდილობს არარსებული სურათის დახატვას, თითქოს საქართველომ გადაუხვია ევროატლანტიკურ ინტეგრაციას
“სააკაშვილის რადიკალური სექტიდან უკვე გაისმის დაუფარავი მოწოდებები – ხელისუფლების შესაცვლელად, საქართველოში მინი-მაიდანი უნდა მოეწყოს,” – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.
მისი თქმით, უკრაინაში სამოქალაქო პროტესტი გამოიწვია ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შეჩერებამ, პროტესტის შედეგად 100 – ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
აბაშიძის თქმით, წლებია გასული ამ მოვლენის შემდეგ და დღესაც უკრაინელი ანალიტიკოსები სვამენ შეკითხვას, თუ რა საჭირო იყო მაიდანი. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, კი გამოდიან მოწოდებით, რომ საქართველოს სჭირდება მაიდანი – მინიმალური მსხვერპლით.
,,სააკაშვილის რადიკალური სექტიდან უკვე გაისმის დაუფარავი მოწოდებები – ხელისუფლების შესაცვლელად, საქართველოში მინი-მაიდანი უნდა მოეწყოს. ევრომაიდანი (Євромайдан, 2013 წლის 21 ნოემბერი – 2014 წლის 22 თებერვალი) უკრაინაში დაწყებული სამოქალაქო პროტესტების ტალღა იყო. პროტესტები გამოიწვია უკრაინის ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შეჩერებამ, დიდმა სოციალურმა უსამართლობამ, მასშტაბურმა კორუფციამ სამართალდამცავ და სასამართლო სისტემაში. პროტესტების შედეგად, დაიღუპა 100-ზე მეტი ადამიანი და 2500-ზე მეტი დაშავდა. უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება სხვადასხვა მიზეზებით, ერიდება ხსენებულ მაიდანზე საუბარს. შესაძლოა, ეს აჩვენებს, რომ უმნიშვნელო ცვლილებები თუ არა მეტი პრობლემების წარმოქმნა, რომლებიც ევრო მაიდანმა მოახდინა, არ აინტერესებს არც ხელისუფლებას, არც მათი ამომრჩევლის დიდ ნაწილს. წლებია გასული და უკრაინულ და დასავლურ მედიაში ვხვდებით უკრაინელ პოლიტიკოსთა, ანალიტიკოსთა ასეთ შეფასებებს – ღირდა კი ის მაიდანი? ის ტრაგედია ხომ სამოქალაქო ომი იყო? და რა ხელშესახები მოუტანა უკრაინას? უკვე არაერთი წელია, პოლიტიკური მაწანწალა მიხეილ სააკაშვილი მისი ჯიბის ტელევიზიებითა და ანალიზთან მწყრალად მყოფი პოლიტიკოსების, პოლიტიკანების მეშვეობით, გააფთრებული ცდილობს არარსებული სურათი დახატვას, რომ თითქოს საქართველომ გადაუხვია ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ვიქეცით რუსეთის გუბერნიად, ტოტალურმა კორუფციამ წალეკა სახელმწიფო აპარატი და ა.შ. გუშინ, კი სექტის ერთ-ერთ დაპროგრამებულ სუბიექტს ათქმევინეს, რომ თურმე მაიდანი მინიმალური მსხვერპლით უნდა მოხდეს საქართველოში. რეალობის აღქმას მწარედ აცდენილი ნაცსექტის წარმომადგენლები ვერ აცნობიერებენ, რომ ფუჭია მათი ნებისმიერი ანტი სახალხო აქტივობა. კრემლისთვის ნანატრ მასობრივ სამოქალაქო დაპირისპირებას სააკაშვილის მარგინალები ვერასოდეს მიაღწევენ საქართველოში!’’,- წერს facebook-ზე გია აბაშიძე.