დავით ჩიხელიძე: ალტ-ინფო და რიგი ოპოზიციური ჯგუფები კოორდინირებულად აგრძელებენ დეზინფორმაციის გავრცელებას

,,ალტ-ინფო და რიგი ოპოზიციური ჯგუფები კოორდინირებულად აგრძელებენ დეზინფორმაციის გავრცელებას. მათი სამიზნე კვლავ „იგლ ჰილსის“ ინვესტიციაა, რომლის წინააღმდეგაც ვრცელდება ხელოვნური ინტელექტით გენერირებული კადრები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მიზანმიმართულ მანიპულაციაზე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაზე”,- ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, სიცრუის გავრცელების, მიმდინარე კოორდინირებული კამპანია ნათლად აჩვენებს, რომ ზღვარი ალტ-ინფოსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, ისევე როგორც სხვა მარგინალურ ძალებთან, ფაქტობრივად წაშლილია.

„ალტ-ინფო და რიგი ოპოზიციური ჯგუფები კოორდინირებულად აგრძელებენ დეზინფორმაციის გავრცელებას. მათი სამიზნე კვლავ „იგლ ჰილსის“ ინვესტიციაა, რომლის წინააღმდეგაც ვრცელდება ხელოვნური ინტელექტით გენერირებული კადრები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მიზანმიმართულ მანიპულაციაზე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაზე.
რეალურად, ქვეყანაში ხორციელდება უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიცია, საქართველოს ინტერესები სრულად დაცულია როგორც კანონმდებლობით, ისე სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. ეს დოკუმენტები იმგვარად არის შედგენილი, რომ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ეროვნული ინტერესები და სახელმწიფომ მიიღოს პირდაპირი და გრძელვადიანი სარგებელი. ნებისმიერი მტკიცება, თითქოს ინვესტიცია ქვეყნისთვის საზიანოა, ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია.
სამწუხაროდ, დაინტერესებული პოლიტიკური ჯგუფები კონტექსტიდან ამოგლეჯილ, პროპაგანდისტულ ვიდეოებს ავრცელებენ, რომელთაც „იგლ ჰილსის“ პროექტთან რეალური კავშირი არ აქვთ.
დღეს მსჯელობის საგანი უნდა იყოს ის სარგებელი, რაც აღნიშნულ ინვესტიციას მოაქვს: ეკონომიკის სტიმულირება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ბიუჯეტში გაზრდილი შემოსავლები და ქვეყნის საინვესტიციო გარემოს გაძლიერება. ამის ნაცვლად, ზოგიერთი პოლიტიკური აქტორი არჩევს სიცრუის გავრცელებას, რაც პირველ რიგში აზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს და ქვეყნის რეპუტაციას.
სიცრუის გავრცელების, მიმდინარე კოორდინირებული კამპანია ნათლად აჩვენებს, რომ ზღვარი ალტ-ინფოსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, ისევე როგორც სხვა მარგინალურ ძალებთან, ფაქტობრივად წაშლილია. განსხვავებული იდეოლოგიური შეფუთვის მიუხედავად, მათი ქმედებები ერთ მიზანს ემსახურება და საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ რეალურ სახეს.“ – წერს ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები