სენაკში მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა – დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

სენაკში, მშვიდობის ქუჩაზე 44 წლამდე ასაკის მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება  სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები