ეკა სეფაშვილი: ევროკავშირის ღია მუქარა და უხეში ტონი გამოწვეულია იმით, რომ კარგად ხვდებიან მუქარა და შანტაჟი ჩვენზე არ მოქმედებს

„ევროკავშირის ღია მუქარა და უხეში ტონი გამოწვეულია იმით, რომ კარგად ხვდებიან მუქარა და შანტაჟი ჩვენზე არ მოქმედებს,“- ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.

„იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის შიგნით, ამასთან [ვიზალიბერალიზაციის საკითხი] დაკავშირებით კონსენსუსი ვერ მოხერხდება, რადგან თვითონ ევროკავშირშიც კი ქვეყნები არაერთგვაროვანი განწყობის არიან. როდესაც რამდენიმე თვის წინ, საქართველოსთან დაკავშირებით უვიზოს შეჩერების საკითხი დღის წესრიგში იყო დაყენებული, მაშინ მარტო უნგრეთი არ იყო საქართველოს მომხრე, იქ გაცილებით მეტი ქვეყანა იყო, თუმცა ამაზე ღიად და საჯაროდ ამ პოზიციის დაფიქსირებისაგან თავს იკავებენ. მეორე მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ ევროკავშირის ცალკეულ წევრ ქვეყნებს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნათ ქვეყნის შიგნით. ახლა ევროპას ღირებულებითი კრიზისი აქვს და ეს თუ არ დაძლია, მისი კრახი და მისი დაშლა გარდაუვალია“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები