კობა კობალაძეს „მშვიდობის ელჩის” სიგელი გადაეცა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ფილმის – „აფხაზეთი მე ვარ” მე-7 ნაწილის ჩვენებასა და შემოქმედებით საღამოს დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში, სამოქალაქო ორგანიზაციამ „მშვიდობის ელჩები ქვეყნის მომავლისთვის”, ორგანიზაციისადმი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის, კობა კობალაძე „მშვიდობის ელჩის” სიგელით დააჯილდოვა. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, “მშვიდობის ელჩის” სიგელები, ასევე, გადაეცათ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს — ჯემალ გამახარიას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს — ბექა ღვაჩლიანს, მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაცია “ესთა”-ს პრეზიდენტს, რადიო “ჯაკოს” საავტორო გადაცემა “წახნაგების” დამფუძნებელსა და წამყვანს, თბილისის საკრებულოს ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრს ევა ბაბალაშვილს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების, მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აღმასრულებელი დირექტორის, მოადგილეს, თამარ ბაზღაძეს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების, მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის პირველ მოადგილეს, პრესსპიკერს, ქეთევან ბერიკაშვილს.
“ინფორმაციისათვის, პროექტს — „აფხაზეთი მე ვარ”, რომლის ფარგლებშიც უკვე გადაღებულია 7 დოკუმენტურ-მხატვრული ფილმი, სამოქალაქო ორგანიზაცია „მშვიდობის ელჩები ქვეყნის მომავლისთვის” მომავალშიც გააგრძელებს.
ორგანიზაცია სრულად იზიარებს და მხარს უჭერს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით და მიზნად ისახავს აღნიშნული პოლიტიკის ლოკალურ დონეზე გატარებას სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის მეშვეობით,”- წერია ინფორმაციაში.