მარი ნარჩემაშვილი: ალბათ, შეგნებულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს ბათუმის კონფერენციის და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გაშუქებაზე არ დაიშვება მედია
“ალბათ შეგნებულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს ბათუმის კონფერენციის და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გაშუქებაზე არ დაიშვება მედია”,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარი ნარჩემაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, სამინისტროს პრესსამსახური მედიის წარმომადგენლებთან კავშირზეა.
“ალბათ შეგნებულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს ბათუმის კონფერენციის და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გაშუქებაზე არ დაიშვება მედია. მათთვის ორივე ლოკაციაზე გათვალისწინებულია მედია ცენტრი და ამის შესახებ აღნიშნული იყო თავიდანვე, კონფერენციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სააკრედიტაციო ფორმაში. თავად კონფერენცია მიმდინარეობს ჰიბრიდულ ფორმატში და ესეც დიდი ხანია ცნობილია როგორც ადგილზე მყოფი მონაწილეებისთვის, ასევე ონლაინ ფორმატში დამსწრე მონაწილეებისთვის. სამინისტროს პრესსამსახური კავშირზეა მედიის წარმომადგენლებთან და მთელი საღამო ვცდილობთ ამ აგორებული ტყუილის გაქარწყლებას”,- წერს ნარჩემაშვილი.