სოფია ხორგუანი: თუ გვინდა, განვვითარდეთ და ძლიერი ქვეყანა გავხდეთ, სასამართლო უნდა გვქონდეს სამართლიანი

“თუ გვინდა, განვვითარდეთ და ძლიერი ქვეყანა გავხდეთ, სასამართლო უნდა გვქონდეს, სამართლიანი”,- ამის შესახებ იურისტი სოფია ხორგუანი სოციალურ ქსელში წერს.

“უფრო მარტივად რომ ვთქვა, მერსედესი გირჩევნიათ თუ ჟიგული, ბოში თუ ორსკი, შვილს სასწავლებად ლონდონში გაუშვებთ თუ ომსკში, ნეაპოლელი პენსიონერის ცხოვრება სჯობს თუ ვლადიმირელის, ეს სია შემიძლია დაუსრულებლად გავაგრძელო, თავად რუსული პოლიტელიტაც რუსულს დასავლურს ამჯობინებს. ჰოდა, თუ გვინდა, განვვითარდეთ და ძლიერი ქვეყანა გავხდეთ, სასამართლო უნდა გვქონდეს, სამართლიანი სამართალი და მშვიდობა თუ გვინდა. #საქართველოსთვის”,- წერს ხორგუანი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები