დავით ბერძენიშვილი: ქუჩა რომ საჭირო და შესაძლებელია, დღესაც დადასტურდა

“ნორმალური მიტინგი იყო… ვისაც ათჯერ მეტი მოლოდინი ჰქონდა და ამას საჯაროდ გვიმხელდა, მათთვის ჭუის სასწავლებელი”, – ამის შესახებ დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ქუჩა რომ საჭირო და შესაძლებელია, დღესაც დადასტურდა.

“ქუჩა რომ საჭირო და შესაძლებელია, დღესაც დადასტურდა. ამჟამად რომ მრავალსვლიანი წინააღმდეგობის მთავარი შემადგენელი პარლამენტი და საერთაშორისო კომპონენტია და არა ქუჩა, ესეც მორიგ ჯერზე დადასტურდა.

ხვალ გომელაურია პარლამენტში, ზეგ შარლ მიშელი ბათუმში, მაზეგ და მომდევნო დღეებში ენმ-ს (და სხვა?) მერობის კანდიდატ(ებ)ის პრეზენტაციები, საარჩევნო კამპანიის სტარტი და ა.შ.

პოლიტიკა ადგილზე არ დგას. და ის ერთჯერადი არაა. რთულია და მრავალკომპონენტიანი”, – წერს ბერძენიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები