საფრანგეთში ბიუჯეტის შემცირების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე დაკავებულთა რიცხვმა 140-ს მიაღწია

საფრანგეთში ბიუჯეტის შემცირების გეგმების წინააღმდეგ გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად სამართალდამცველებმა 140-მდე ადამიანი დააკავეს.

საპროტესტო გამოსვლები რამდენიმე ქალაქში იმართება და ზოგიერთ ადგილას პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა. რის შედეგადაც, გაიზარდა დაშავებულთა რიცხვიც. ბოლო ინფორმაციით, დაშავებულია შვიდი პოლიციელი.

როგორც მედია წერს, პარიზში გამართულ აქციაზე 300 ათასამდე ადამიანი გამოვიდა. დედაქალაქის ქუჩებს 6 200-მდე პოლიციის ოფიცერი იცავს.

ფრანგული მედიის ცნობით, აქციებში ათასობით მოქალაქე მონაწილეობდა. ისინი ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ საბიუჯეტო შეკვეცებს ეწინააღმდეგებიან და სოციალურ სექტორზე ზეწოლის შემცირებას მოითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები