ესტონეთი მომავალი წლიდან რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს სრულად აკრძალავს
ესტონეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2026 წლიდან რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტი სრულად აკრძალოს.
ტალინში აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაძლიერებლად და რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების პოლიტიკის გასამკაცრებლად გადაიდგა.
„ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთისთვის აგრესიის ხარჯების გაზრდას და ვეძებთ გზებს, რათა შევამციროთ შემოსავლები, რომლითაც რუსეთი თავის სამხედრო მანქანას კვებავს. ბელარუსის მიერ რუსეთის ქმედებების მხარდაჭერის გათვალისწინებით, მსგავსი აკრძალვები ბელარუსზეც გავრცელდება“,- ნათქვამია, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ესტონეთის ენერგეტიკის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ქვეყანა მზად არის, გაზის მოთხოვნა ალტერნატიული წყაროებიდან და რეგიონული თანამშრომლობით დაიფაროს.
ევროკავშირი 2027 წლის ბოლოსთვის რუსული გაზის სრულად აკრძალვას გეგმავს.