ანდრია გვიდიანი – საპროტესტო აქციაზე: დაიშალეთ, იფიქრეთ და კიდევ სცადეთ
“საშინაო, საგარეო, პოლიტიკური, საზოგადოებრივი, მედია და სხვა ყველა რესურსის მაქსიმალური მობილიზების ფონზე 1000 კაცი რომ გამოვა, წესით, კი უნდა მიხვდე, რომ”, – ამის შესახებ ექსპერტი, ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს და შესაბამის განმარტებას აკეთებს.
“ხალხი იდიოტი არ არის, ყველა ყველაფერს კარგად ხვდება;
პროტესტი არაგულწრფელია, შესაბამისად გამორიცხულია ყალბ ფუნდამენტზე აგებულ პროტესტს მხარდაჭერა ჰქონდეს;
პროტესტის სათავეში მიუღებელი ხალხი დგას – ნიკა გვარამიებით და გიგი უგულავებით ამ ქვეყანაში არეულობას ვერ მოაწყობთ;
პროტესტმა შინაარსი დაკარგა – ყველა ხვდება, რომ ცხონებული ლექსო ლაშქარავას სახელს უბრალოდ თქვენი ინტერესებისთვის იყენებთ;
ქუჩის პროტესტი ხალხს არ უნდა – რამდენჯერაც სცადეთ ხალხის გარეთ გამოყვანა, ქუჩის “ჯოს-ჯოს” და მკერდზე მჯიღების რტყმა ხალხისთვის მაინც მიუღებელია;
ხალხის ნაწილი მართლა ფიქრობდა, რომ ლგბტ უფლებებისთვის გამოდიოდა, თქვენ კიდე გიგა ბოკერიას ატენით, პოლიტიკურ ლიდერად, ეგრე არ გამოდის, შეიგნეთ.
P.S. დაიშალეთ, იფიქრეთ და კიდევ სცადეთ”, – წერს ანდრია გვიდიანი.