კახაბერ ქემოკლიძე: მმართველი პარტიის განცხადება არის კლასიკური მაგალითი, შინაარსობრივად, სისტემურად თუ რა დონეზე არ ესმით, რას ეუბნებიან სტრატეგიული პარტნიორები
“მმართველი პარტიის განცხადება არის კლასიკური მაგალითი, შინაარსობრივად, სისტემურად თუ რა დონეზე არ ესმით, რას ეუბნებიან სტრატეგიული პარტნიორები”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამას მიანიშნებს მმართველი პარტიის ეგრეთ წოდებული ხელმძღვანელობის განცხადება.
„მმართველი პარტიის განცხადება არის კლასიკური მაგალითი, შინაარსობრივად, სისტემურად თუ რა დონეზე არ ესმით, რას ეუბნებიან სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც დღის და ღამის განმავლობაში მუშაობენ ამ ქვეყნის განვითარებაზე, ჩვენს დაცვაზე, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის მხრიდან, პირდაპირ ინვესტირებაზე სხვადასხვა მიმართულებით, რომ ქართული ეკონომიკა გაძლიერდეს და საქართველოს მოქალაქეებმა უბრალოდ უკეთესად იცხოვრონ დღევანდელ რთულ გარემოში. აი, ამას მიანიშნებს მმართველი პარტიის ეგრეთ წოდებული ხელმძღვანელობის განცხადება“, – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით პოლიტიკური დიალოგის მონაწილეებმა, ირაკლი კობახიძემ, არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მათი განცხადებით, შემაშფოთებელია, რომ, ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია.