„აღლუმი“ – თავისუფალი კინოჩვენება „მზიურის“ სივრცეში

16 ივლისს, 20:30 საათზე, „მზიურის“ თავისუფალი ჩვენებების სივრცე „აღლუმს” დაეთმობა.
სეანსის ორგანიზატორია ლევან აბდუშელიშვილი, რეჟისორი – ნინო ჟვანია.
ორგანიზატორების ინფორმაციით, სადებიუტო ფილმი შუახნის ასაკს გადაცილებული, სამი ბავშვობის მეგობრის ერთი დღის ამბავს მოგვითხრობს, რომელიც „მშრალ ხიდზე” შეხვედრით იწყება…
ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სტილის, ხასიათისა და უნარების მქონე სამ კაცს დღეს საერთო ბავშვობის ტკბილი მოგონებებიღა შემორჩა…
ყოფითი პრობლემებით დატვირთულ, რუტინულ ყოველდღიურობაში, გმირები მცირე გარდატეხის შეტანას განიზრახავენ…
სევდითა და იუმორით გაჯერებული სურათი მაყურებელს პერსონაჟების ფანტასტიკური ვოიაჟის თანამონაწილეს ხდის.
„მოდით სეანსზე, ერთად ვნახოთ და ვისაუბროთ, ბოლო წლების მართლაც, ერთ-ერთ გამორჩეულ ქართულ ნამუშევარზე, რომელიც თანამედროვე მაყურებლისთვის არა ერთი თემის გაშლის საშუალებას იძლევა.
სადისკუსიო ჩვენება ქართული კინოს პოპულარიზებისთვის, მაყურებლის თანამედროვე ავტორებთან შეხვედრის ფარგლებში, რეჟისორის მონაწილეობით გაიმართება“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები