ირაკლი კობახიძე: ამორალურია ოპოზიციის სურვილი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადება წარმოაჩინოს, როგორც სანქციით დამუქრება

„როდესაც ოპოზიციას უნდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადება წარმოაჩინოს, როგორც სანქციით დამუქრება, სახელმწიფო დეპარტამენტი კი წარმოაჩინოს ცეკად, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ ამორალურ სახეს,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ეს განმარტება კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ როგორ ესმით მათ დასავლეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.

მისივე თქმით, კითხვა დაისვა, სადაც სანქციები იყო ნახსენები და სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ამაზე პასუხად თქვა ეს ყველაფერი, ანუ ეს იყო კონკრეტულ კითხვაზე პასუხი.

„განმარტებას, რომელსაც აკეთებს ოპოზიცია ამ სიტყვების საფუძველზე, არის ამორალური და კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ როგორ ესმით მათ დასავლეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. ამ განმარტებაში ამორალურები არიან, ისევე როგორც იმაში, რომ ისინი გარდაცვლილი კოლეგის სიკვდილზე ცდილობენ ქულების დაწერას,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები