“პარლამენტში ამ “ღირსეული ოპოზიციის” შესრულებით ახალი დებოშის და შეხლა-შემოხლის მორიგი შოუ ვიხილეთ” – გიორგი ცუცქირიძე

“დღეს პარლამენტის პარალიზების ეს მცდელობა ერთი ერთში ჯდება “გავრილოვის ღამის” პარლამენტში შეჭრის მცდელობის ვერშესრულებულ მიზანთან, პოლიტიკური კრიზისის დაფიქსირებით მიაღწიონ მთავრობის გადადგომას და ვადამდელ არჩევნებს ე.წ დროებითი მთავრობის მიერ”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გიორგი ცუცქირიძე აცხადებს.

ცუცქირიძე მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“პოლიტიკური პროცესი, როგორც  უნდა შეფუთო, მაინც მალე გაცხადდება, მით უმეტეს, როდესაც მიზნად შედეგის მოკლე ვადაში დადგომაზეა ორიენტირებული. გუშინდელი მედიის სოლიდარობის აქციის შემდეგ, რაც საზოგადოების არაპოლიტიზირებულმა ნაწილმაც სამართლიანად გააპროტესტა, მედიაპროტესტის ორგანიზატორთა ულტიმატუმი მთავრობის უპირობო გადადგომაზე უკვე ატარებდა პოლიტიკურ დატვირთვას, პროტესტის პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაზრდით. დღეს დილით ახალი გზავნილიც, რომ თუ რას დაადგენს გამოძიება და რა არის ადამიანის სიკვდილის მიზეზი, ამას აღარ ჰქონია მნიშვნელობა, ამ პოლიტიკური მიზნისკენ მიმართული მესიჯბოქსია, ისევე როგორც “ღირსეული” პოლიტიკური პარტიების მისამართით გაკეთებულ წინადადება – შეუერთდენ პროტესტს, თითქოს, ისედაც ამ პროცესში არ იყვნენ ჩართულები. ამ მიმართვიდან ცოტა ხანში პარლამენტში ამ “ღირსეული ოპოზიციის” შესრულებით ახალი დებოშის და შეხლა-შემოხლის მორიგი შოუც ვიხილეთ, პარლამენტის თავმჯდომარისა და სპიკერატის ადგილების დაკავებით.

დღეს პარლამენტის პარალიზების ეს მცდელობა ერთი ერთში ჯდება ე.წ.  გავრილოვის ღამის პარლამენტში შეჭრის მცდელობის ვერშესრულებულ მიზანთან, პოლიტიკური კრიზისის დაფიქსირებით მიაღწიონ მთავრობის გადადგომას და ვადამდელ არჩევნებს ე.წ დროებითი მთავრობის მიერ.

5 -6 ივლისის მოვლენების მედიაამბოხად წარმოჩენაც ამ სცენარის ნაწილია. დემოკრატიის მთავარი პრინციპია, რომ ჭეშმარიტებაზე ექსკლუზივი არავის აქვს, არც ცალკეულ ჯგუფებს თუ სასულიერო პირებს, მით უმეტეს, არც იმ ჟურნალისტებს თუ მათ პროდიუსერებს, რომლებიც ბოლო წლებია, ბევრი არასწორი და დამახინჯებული ინფორმაციის ტირაჟირებაში თუ მიკერძოებაში არიან შემჩნეულები…არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეალურად ქართული ე.წ კრიტიკული მედია პარტიულ ტელევიზიებს წარმოადგენენ. არც ლელო, არც ვაშაძე ჯუნიორი, და მით უმეტეს, “ნაციონალები” შემთხვევით კი არ იყვნენ დღევანდელი ჩაშლილი საპარლამენტო სესიის შემოქმედნი.

ბოლოს კი , მინდა დავეთანხმო აშშ- ის საელჩოს განცხადებასაც, რომ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, თუ ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ის არც ბატონი გვარამიას, თარგამაძის, თუ გრიგოლიას და არც “ნაცოპოზიციის” გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის!

5-6 ივნისის მოვლენების უსწრაფესი გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა სახელმწიფო ღირსების საქმეა!

არა ძალადობას, არა “ნაციონალთა” რევანშს საქართველოში!”, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები