ლომჯარია ზურაბიშვილს ხვდება – “პრეზიდენტი იყო ერთ-ერთი პოლიტიკოსი, რომელმაც მეტ-ნაკლებად სწორი და ადეკვატური შეფასებები გააკეთა”

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება.

როგორც ლომჯარიამ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, სალომე ზურაბიშვილი იყო ის პოლიტიკოსი ხელისუფლებიდან, რომელიც ადეკვატური შეფასებებით გამოირჩეოდა.

„დღეს მოვედი პრეზიდენტთან, რომელიც არის ჩვენი სახელმწიფოს მეთაური და მე მინდა, ჩემი მოსაზრებები და წუხილები გავუზიარო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ასევე, მინდა, ვესაუბრო გამოძიებასთან მიმართებითაც, როგორც მოგეხსენებათ, არაერთხელ გავაკეთე განცხადება და მოვუწოდე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება დანაშაულებრივი ორგანიზებული თავდასხმების ორგანიზატორების გამოსავლენად. სამწუხაროდ, დღემდე ეს არ მომხდარა და მე მინდა, ამაზეც ვესაუბრო პრეზიდენტს და ზოგადად შექმნილ ვითარებაზე რას ფიქრობს თავად. მათ შორის, უსაფრთხოების პრიზმიდანაც, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი იყო ერთ-ერთი პოლიტიკოსი ხელისუფლებიდან, რომელმაც მეტ-ნაკლებად სწორი და ადეკვატური შეფასებები გააკეთა როგორც 5 ივლისის წინა დღეებში, ასევე 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და მინდა, გავიგო, რას ფიქრობს დღეს და თუნდაც რას ფიქრობს იმ განცხადებებზე, რომლებსაც მთავრობის მეთაური აკეთებს”, – განაცხადა ლომჯარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები