ირაკლი კობახიძე – ვატო წერეთელზე: ეს არის ამორალური კაცი, რომელიც გუშინ საკუთარი კოლეგის სიკვდილზე ცდილობდა პოლიტიკური ქულების ჩაწერას
„ეს არის ამორალური კაცი, რომელიც გუშინ საკუთარი კოლეგის სიკვდილზე ცდილობდა პოლიტიკური ქულების ჩაწერას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ დამფუძნებელზე, ვატო წერეთელზე საუბრისას განაცხადა.
როგორც კობახიძემ განმარტა, ვატო წერეთელი ჭკვიანურად მოიქცა, როდესაც აქცენტი მეორე სიტყვაზე გააკეთა და არა – პირველზე.
„მე მას ვუთხარი, რომ არის ამორალური, როდესაც შემოვიდა სხდომათა დარბაზში, მან აქცენტი მეორე სიტყვაზე გააკეთა, თუმცა, ძალიან ჭკვიანურად მოიქცა, როცა პირველ სიტყვაზე არ გააკეთა აქცენტი იმიტომ, რომ მისთვის მთავარი ეპითეტი არის “ამორალური”. ეს არის ამორალური კაცი, რომელიც გუშინ საკუთარი კოლეგის სიკვდილზე ცდილობდა პოლიტიკური ქულების ჩაწერას. ამაზე მეტი ამორალური ქმედება არ არსებობს“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
“ტვ პირველის” დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა დღეს განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძემ მას “ნაბიჭვარი” უწოდა.