ლევან დავითაშვილი: 4 მილიონამდე მოქალაქეს ამ ქვეყანაში ერთადერთი რამ სჭირდება – სტაბილური გარემო განვითარებისთვის

„იმ დროს, როდესაც ქვეყანას აქვს პოლიტიკური, გეოპოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური გამოწვევები, ჩვენ გვჭირდება მეტი კონსოლიდაცია, მაქსიმალურად სტაბილური ვითარება იმისათვის, რომ შევძლოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რათა თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის უფლებები მეტად იყოს დაცული“, – ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერმინისტრისა და მთავრობის წევრების მთავარი ამოცანა ქვეყანაში სიმშვიდე და თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვაა.
„ჩვენ ვსაუბრობთ გარკვეულ ფაქტებზე, ვსაუბრობთ ემოციებზე, ვსაუბრობთ პროტესტზე, მაგრამ გვავიწყდება, რომ 4 მილიონამდე მოქალაქეს ამ ქვეყანაში ერთადერთი რამ სჭირდება – სტაბილური გარემო განვითარებისთვის, რათა ძალიან მნიშვნელოვან ღირებულებაზე მათ ზრუნვა შეძლონ და ეს პასუხისმგებლობა პირდაპირ მთავრობას აქვს.
საქართველოს მთავრობას აქვს მინიჭებული უფლებამოსილება და, ამავე დროს, დაკისრებული პასუხიმგებლობა ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან, რომ ვითარება იყოს კონტროლის ქვეშ და მართვადი“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები