პარლამენტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატს დაუჭირა მხარი

საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე კენჭი უყარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს, რომელთა მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

პარლამენტმა მხარი დაუჭირა გოჩა აბუსერიძის, გიორგი გოგიაშვილის, ლევან თევზაძის, რევაზ ნადარაიას, ბიძინა სტურუასა და ლაშა ქოჩიაშვილის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად არჩევას.
პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ეკა ზარნაძის, ქეთევან მესხიშვილისა და გიორგი შავლიაშვილის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევას, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები