“იცით, რამდენი უბნელი თუ ძმაკაცი მყავს ეგრე მკვდარი, ყოველ ჯერზე მთავრობის გადადგომა უნდა მომეთხოვა?”

“დეტალებში, რა თქმა უნდა, არა ვარ გარკვეული, მაგრამ რა კადრებიც ვნახე… – ხელისუფლებამ და პოლიციამ კი არა,…
იცით, რამდენი უბნელი, ძმაკაცი თუ უბრალოდ კარგი ნაცნობი მყავს ზუსტად მასე მკვდარი?!! – უამრავი… – და რა, მაგათ რომ პერედოზა მოუვიდათ, ამისთვის ყოველ ჯერზე მთავრობის გადადგომა მომეთხოვა?!! “,- ასე ეხმაურება გრინ ბარეტის სახელით ცნობილი ჟურნალისტი ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს.

“მედია ვართ და ყველაფრის უფლება გვაქვს” უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში, მითუმეტეს იმ მოცემულობაში, როცა მედიასაშუალებების 100-ვე % ოცდაათ ვერცხლად სულმიყიდულები არიან ზოგი მიშას და ზოგიც ბიძინას, რაშიც რაიმენაირ სხვაობას მე პირადად ვერ ვხედავ.
მაგრამ ვინ უნდა დაამთავროს, როცა ოპოზიციასთან ერთად ხელისუფლებაც გამაძღარია დასავლეთის რადიკალური, აგრესიული, უწმინდური ნაწილის ფულებით და ისინი კი ტყუილად არაფერს იძლევიან, – სანაცვლოდ გეიპარადებს, ეკლესიის გმობას, ჩანერგილი მედიების თავნებობასა და საკუთარი წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების დავიწყებას ითხოვენ.
არადა ერთი-ორი რეალურად თავისუფალი წელმაგარი ტელევიზია რომ იყოს, დარწმუნებული ვარ, ვერც ეს გველის წიწილი ოპოზიციონერები და ენჯეოშნიკები გაბედავდნენ ამდენ სისინსა და შხამის ნთხევას და ვერც ხელისუფლება, – ხალხის ფულებით მუცლების ამოხეთქვას…
სადღაც სხვაგან წავედი ახლა და, – ჩუთ, ძროხა გრიგოლიავ და დანო და ძმანო მისნო, – ამჯერად არ გაგიმართლათ, – კამერებმა დააფიქსირეს იმ უბედურმა ბიჭმა რაც უქნა საკუთარ თავს და არ გამოგადგებათ მისი სიკვდილი სრულფასოვანი პროვოკაციისთვის.
ისეთი ამაზრზენები ხართ, ზოგჯერ მთავრობის მოგზავნილებიც კი მგონიხართ, რადგან არ აძლევთ ნორმალურ ადამიანებს საშუალებას ხელისუფლებას ებრძოლონ, რამეთუ ოკუპირებული გაქვთ ოპოზიციური ფლანგი და მთავრობის უბრალო კრიტიკაც კი ავტომატურად თქვენს მხარეს დგომას ნიშნავს, რაც, დამერწმუნეთ, არცერთ წესიერ ადამანს არ სურს”, – წერს გრინ ბარეტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები