კახა კუჭავა: ეს ჩხუბი, აყალმაყალი, ბლოკირება, პარლამენტმა რომ არ იმუშაოს, ამაზე ერთი კითხვა დასვით მხოლოდ, ერთადერთი – ვის აძლევს ეს ხელს

“ეს ჩხუბი, აყალმაყალი, ბლოკირება, პარლამენტმა რომ არ იმუშაოს, ამაზე ერთი კითხვა დასვით მხოლოდ, ერთადერთი – ვის აძლევს ეს ხელს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ პლენარულ სესიაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროტესტის გამოხატვის უფლება ყველას აქვს და ასევე გათვლილია დებატებიც.

„მთავარ წარმომადგენლობით ორგანოში, პარლამენტში რაც ხდება, მცდელობა, ჩაიშალოს პროცესი იმ მოთხოვნით, რომელზეც თანახმაა უმრავლესობაც, რაზეც ბიუროზე უკვე ვისაუბრეთ, სადაც იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც და ვთქვით, რომ იქნება საგამოძიებო კომისია და რიგგარეშე სხდომა, სადაც მინისტრს მოვიწვევთ. ამაზე არათუ თანხმობაა, თარიღზე უნდა შევთანხმებულიყავით და მიგვეღწია შედეგისთვის.

ის, რომ შემოიპარნენ პარლამენტში ის ადამიანები, ვისაც ამის უფლება არ ჰქონდა, არც საშვი იყო დაშვებული, უბრალოდ შემოიპარნენ და შემდეგ რაც სასესიო დარბაზში ხდებოდა, ეს ვინმეს მიგაჩნიათ ნორმალურად? თქვენ, ნებისმიერი თქვენგანი რომ ხელისუფლებაში იყოთ, დაუშვებდით მსგავს ფორმას? მესმის პროტესტი, ამის უფლება გაქვთ, არის ბიუროც, არის სესიაც, სადაც გაქვთ უფლება, რაც შეგიძლია გამოიყენოთ სრულიად. ცალკე გვაქვს გათვლილი დებატები რეგლამენტით, რომელიც შეგვიძლია დავნიშნოთ და ნებისმიერ საკითხზე, ნებისმიერი მინისტრი, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი მოვიწვიოთ, მოვიყვანოთ და გავაცემინოთ ყველა კითხვაზე პასუხი, რაც გაგაჩნიათ, მაგრამ ეს ჩხუბი, აყალმაყალი, ბლოკირება პარლამენტმა რომ არ იმუშაოს, ამაზე ერთი კითხვა დასვით მხოლოდ, ერთადერთი – ვის აძლევს ეს ხელს?“, – განაცხადა კუჭავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები