მარინა კალიურანდი: დამწუხრებული ვარ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო, დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე რაც შეიძლება მალე უნდა წარდგნენ

“დამწუხრებული ვარ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, მარინა კალიურანდი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.

მისივე თქმით, დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე რაც შეიძლება მალე უნდა წარდგნენ.

„დამწუხრებული ვარ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო. გულწრფელი სამძიმარი ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს. ძალადობის ადგილი არ არის, განსაკუთრებით, ჟურნალისტების მიმართ. დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე რაც შეიძლება მალე უნდა წარდგნენ”, – წერს ევროპარლამენტარი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები