თაკო ჩარკვიანი: ტელევიზიები გაიყვანეს, არ უშვებენ, ჩვენ ველოდებით, ძალით როდის გაგვიყვანენ
პარტია ,,კანონი და სამართლის” დამფუძნებელი, თაკო ჩარკვიანი პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
,,ტელევიზიები გაიყვანეს, არ უშვებენ, ჩვენ ველოდებით, ძალით როდის გაგვიყვანენ დეპუტატებს!! ვითხოვთ ღარიბაშვილის გადადგომას, რომელმაც ვერ უზრუნველყო სახელმწიფოს უსაფრთხოება და ორი დღის განმავლობაში ბანდების ხელში იყო სახელმწიფო”, – წერს თაკო ჩარკვიანი.
პარლამენტში ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლები შეიჭრნენ. რიგგარეშე პლენარული სხდომის დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება.