ლევან ვასაძე: დეგნანი არ გაჩუმდა და ქაჯივით, რქებით ბოლომდე აწვებოდა მთავრობას, რომ ,,პრაიდი” ჩატარებულიყო
“ლექსო ლაშქარავა ახლა ცოცხალი იქნებოდა, რომ არა ის პროვოკატორები, ვინც ეცადნენ ჩვენი საზოგადოებისთვის ,,პრაიდის” დაძალებას, პირველ ყოვლისა, მე აქ მახსენდება აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი”, – ამის შესახებ “ერთობა, რაობა, იმედის” ლიდერმა, ლევან ვასაძემ განაცხადა.
მისი თქმით, “კელი დეგნანი არ გაჩუმდა და ქაჯივით, რქებით ბოლომდე აწვებოდა მთავრობას, რომ ,,პრაიდი” ჩატარებულიყო”.
“სახელმწიფო დონეზე ზუსტად უნდა გაირკვეს, რა მოუვიდა ლექსო ლაშქარავას, რატომ დაიღუპა ის მას შემდეგ, რაც საავადმყოფოდან გამოიწერა, სიკვდილის პირას მყოფი კაცის არაფერი ეტყობოდა, თავისუფლად დადიოდა. რატომ მოხდა ეს მაინცდამაინც მაშინ, როდესაც ჩაცხრობისა და ჩაწყნარებისკენ წავიდა ეს კონფლიქტი, ხელოვნურად გაღვივებული. სახელმწიფომ ეს აუცილებლად უნდა დაადგინოს.
ჩემი ღრმა რწმენით, დიდი ალბათობით, ლექსო ლაშქარავა ახლა ცოცხალი იქნებოდა, რომ არა ის პროვოკატორები, ვინც ეცადნენ ჩვენი საზოგადოებისთვის ,,პრაიდის” დაძალებას. პირველ რიგში, მე აქ მახსენდება, სამწუხაროდ, აშშ-ის ელჩი ქალბატონი კელი დეგნანი, რომელმაც მიუხედავად 100 ათასობით ჩვენი მოქალაქის სოციალურ ქსელში მოწოდებისა, გაჩუმებულიყო და თავისი ადგილი სცოდნოდა, მიუხედავად ეკლესიისა და ყველა ტრადიციული რელიგიის მიმართვისა, არ გაჩუმდა და ქაჯივით, რქებით ბოლომდე აწვებოდა ჩვენს მთავრობას, ჩატარებულიყო,” – განაცხადა ლევან ვასაძემ.